ადამ კიზინგერი: ამ ეტაპზე დემოკრატიის საფრთხეს ვერ ვხედავ, თუმცა შემაშფოთებელ ეტაპზე ვართ

ამ ეტაპზე დემოკრატიის საფრთხეს ვერ ვხედავ, თუმცა შემაშფოთებელ ეტაპზე ვართ, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კიზინგერმა “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“ამ ეტაპზე საფრთხეს ვერ ვხედავ, თუმცა შემაშფოთებელ ეტაპზე ვართ. ოქტომბერში უფრო მეტი გვეცოდინება იმაზე, თუ რა მოხდება და უფრო მეტი გვეცოდინება, როცა ეს მოლაპარაკებებიდასრულდება. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საქართველოს მთავრობამ დადო სრულიპროპორციული არჩევნების დაპირება 2020 წლის არჩევნებზე, მიუხედავად იმისა რომკონსტიტუციურად 2024 წელსაა გარანტირებული. ამისკენ ნაბიჯის გადადგმა და ოპოზიციასთან კომპრომისი, მნიშვნელოვანი და საჭიროა. თუმცა, არშემდგარი სახელმწიფოსგან შორს ვართ. მაგრამ, შეშფოთება არსებობს. ქართველ ხალხს და ყველას, ვინც კი როლს თამაშობს, მთავრობის ლიდერები იქნება თუ ოპოზიცია, ნათლად უნდა ესმოდეს, თუ ეს წარუმატებლად დასრულდება და საქართველოს გრძელვადიანად უფრო მეტ პრობლემებს შეუქმნის”.

კითხვაზე, – “ქართული ოცნების” ზოგიერთი წარმომადგენლისგან გვესმოდა, რომ კონგრესს არ აქვს დიდი მნიშვნელობა და რა ბერკეტები გაქვთ იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ პარტნიორების მოწოდებები გაითვალისწინოს? – პასუხობს, რომ თუ ვინმე კონგრესის როლს სათანადოდ არ აფასებს, ის ცდება.

“შეერთებული შტატები ძალზედ განსხვავდება, მაგალითად საქართველოსგან, და აქ ძალაუფლება ერთ შტოში არ არის კონცენტრირებული. კონგრესს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, ისევე როგორც პრეზიდენტს. მნიშვნელოვანია ამის აღნიშვნა, რადგან ვნახე ეს შეფასებები ქართულ ადგილობრივ მედიაში. პრეზიდენტს და კონგრესს ერთი პოზიცია აქვს. ჩვენ ერთადვმოქმედებთ. მე ახლახანს შეხვდი ჩვენს ელჩს საქართველოში და ჩვენ ყველა ერთ პოზიციაზევართ. მე ძალიან დიდი ნდობა მაქვს [ელჩის] მიმართ. ის შესანიშნავი იქნება და მასაც სურსპოლიტიკური გამოსავლის პოვნა.

მე მესმის როგორ მუშაობს შიდა პოლიტიკა აქ და ასევე გარკვეულწილად, საქართველოში. თუ გეტყვიან, რომ კონგრესი და პრეზიდენტი სხვადასხვა აზრზეა, ეს მცდარი იქნება. არც ისაამართალი, რომ ჩვენ ინტერესი დავკარგეთ. ჩვენ ძალიან დაინტერესებულები ვართ”, – აღნიშნავს ადამ კიზინგერი.

Comments
Loading...