ავტომობილი ხევში გადაიჩეხა – დაღუპულია 32 წლის მამაკაცი

ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაში მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც 32 წლის მამაკაცი მართავდა, ხევში გადაიჩეხა.

ადგილობრივების თქმით, ახალგზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 1 მაისს, მოხდა.

 

 

 

 

Comments
Loading...