ამერიკის ოფთალმოლოგიის აკადემია კორონავირუსის ახალ სიმპტომზე საუბრობს
ერთ-ერთი სიმპტომი ახალი კორონავირუსისა,შესაძლოა,კონიუნქტივიტიც იყოს. ინფორმაციას თავის საიტზე აქვეყნებს ამერიკის ოფთალმოლოგიის აკადემია.
ამერიკელი ექიმები, ჩინელი კოლეგების მიერ მიწოდებული ინფორმაციით, აღნიშნავენ,რომ კონიუნქტივიტი დიაგნოსტირდა Covid-19-ით ინფიცირებულ ყოველ 30-ე პაციენტში. საერთო ჯამში, ჩინეთში, კორონავირუსით დაინფიცირებულ 1000-ზე მეტ ადამიანს დაუფიქსირდა თვალის ლორწოვანი გარსის ანთება.
“Covid-19-ის პანდემიის გამო,ყველა ოფთალმოლოგმა უნდა შეწყვიტოს დაავადების მკურნალობა,გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა”-აცხადებენ ამერიკელი ექიმები.