“არ დამეზარა და კარგად შევისწავლე ოპოზიციის გაერთიანებული სინდიკატი, როგორ იმართებიან…გირჩი ჯაფარას – კადიროვის ფუნქცია დააკისრეს”- დიმიტრი სამხარაძე
“ქართული ოცნების” წევრი, დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს:
“არ დამეზარა და კარგად შევისწავლე ოპოზიციის გაერთიანებული სინდიკატი, როგორ იმართებიან, ვის რა ფუნქცია აქვთ, რა სტრატეგიით მოქმედებენ და იცით რა მივიღე? გაოგნებული ვარ
მართვა, უფლებების გადანაწილება, ერთი ერთში აქვთ ოკუპანტი პუტინის, კრემლის მენეჯმენტიდან გადმოღებული! წარმოუდგენელია, არა?! გასაგები რომ იყოს, ამ პოსტში მხოლოდ ფიგურებს შევეხები.

1. გამოთინეიჯერებული გირჩი ჯაფარას – კადიროვის ფუნქცია დააკისრეს.
2. ჭიჭე ვაშაძე – ჟირინოვსკის როლი ჩააბარეს.
3. სამადაშვილი – ლავროვის მეთოდებით მუშაობს.
4. ხაბეიშვილი – სიმონიანის პროპაგანდის სტილი აქვს
5. მერაბიშვილი – შოიგუს მართვა აქვს გადმოღებული.
6. რესპუბლიკელები – რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია ЛДПР
7. ხოშტარია – ФСБ-ა ოპოზიციის. კონტროლი.
8. ენჯეოშნიკები – Госуда́рственная ду́ма. აბსოლუტურად მართულები.
9. ნაცური ტელევიზიების პროპაგანდა, პირდაპირი კოპირებაა – ТАСС-ის
10. ლომჯარია – პუტინი. მისი წარსულს და ლომჯარიას აწმყოს თუ გადახედავთ, დარწმუნდებით! ორივე ჯაშუშია!
არა რუსულ კანონს![??]()
“

