ოფიციალური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, პროგნოზების მიხედვით კი აშშ-ის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ალაბამას, არკანაზის, ვირჯინიის, მასჩუსეტის, მინესოტას, ოკლაჰომას, ტენესის და ჩრდილოეთ კაროლინას შტატებში იმარჯვებს, მისი ძირითადი კონკურენტი ბერნი ვერმონტის, იუტას, კალიფორნიის და კოლორადოს შტატებში, ხოლო ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი ამერიკის სამოაში. ტექსასის და მენის შტატებში ბაიდენსა და სანდერსს დაახლოებით ერთნაირი შედეგები აქვთ.აიოვაში, ნიუ ჰემფშირში, ნევადაში, სამხრეთ კაროლინაში ადრე ჩატარებული პრაიმერების და გუშინდელი პრაიმერების არასრული მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის ჯო ბაიდენს 384 დელეგატის მხარდაჭერა აქვს, ბერნი სანდერს 299 დელეგატის, ხოლო მაიკლ ბლუმბერგს კი 24 დელეგატის.
დემოკრატთა შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვებისთვის 1991 ხმის მოგროვებაა საჭირო 3979-დან. თუ ვერცერთი კანდიდატი ამ რაოდენობა ხმებს ვერ მოაგროვებს, მაშინ დემოკრატთა ყრილობაზე 3979 დელეგატს 771 ე.წ. სუპერდელეგატი (ყოფილი და ამჟამინდელი პარტიული მაღალჩინოსნები) დაემატება და ყველა ერთად განმეორებით უყრის კენჭს კანდიდატებს.
რესპუბლიკელთა შორის შიდაპარტიულ არჩევნებში უდიდესი უპირატესობით წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლიდერობს.მოამზადა რაულ კაპანაძემ