” ბიჭი ნახეს, ბუჩქებში იყო მიგდებული” – დაიღუპა ახალგაზრდა, რომელსაც, სავარაუდოდ, ავტომობილი დაეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევას ამბლორაურში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა –ინფორმაციას “გურია ნიუსი” ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ახალგაზრდას, სავარაუდოდ, ავტომობილი დაეჯახა.
“ახალგაზრდა ბიჭი ნახეს სოფელ ბოსტანაში, ბუჩქებში იყო მიგდებული. სავარაუდოდ, მანქანა დაეჯახა და მიატოვეს. მარტო ცხოვრობდა. დეიდასთან იყო სტუმრად და როდესაც სახლიდან გავიდა, აღარ დაბრუნებულა სახლში. შემდეგ ტელეფონით მიაგნეს. ყველანი შეწუხებულები ვართ. ასევე გავიგეთ, რომ მძღოლი ნასვამი იყო. იმედია გამოძიება ყურადღებას მიაქცევს ამ ამბავს.“ – ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდეს ამბროლაურიდან.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ორი ადამიანი არის დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ საქმე აღძრულია სისხლი სამართლის კოდექსის 276 და 376 მუხლით, რაც გულისხმობს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებას და ავტოსაგზაო შემთხვევას.