ბათუმში სამართალდამცველები 26 წლის რუსეთის მოქალაქეს ეძებენ, რომელიც 2 აგვისტოს დაიკარგა.
ახლობლების განცხადებით, ახალგაზრდა ბათუმში პირველ აგვისტოს ჩაფრინდა და მას მერე, კონტაქტზე არ გამოსულა.
“პირველს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, რომ უწყებამ, შეტყობინების შესვლისთანავე შესაბამისი სამძებრო სამუშაოები დაიწყო.
ამ დროისთვის, ყველა შესაბამისი პირველადი ღონისძიება გატარებულია და აქტიური სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
დაკარგული ახალგაზრდას შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
წყარო: პირველი