გაერთიანებულ სამეფოში ახალი მანქანების რეგისტრაცია 44,4 %-ით დაეცა

SMMT-ის მონაცემების მიხედვით,წინა წელთან შედარებით, 44,4 %-იანი ვარდნაა. ინფორმაციას ავრცელებს BBC News

მარტი, ჩვეულებრივ, საავტომობილო ინდუსტრიისათვის ყველაზე ძლიერი თვეა,თუმცა ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ განაპირობა ამ თვის მონაცემების სერიზოული ვარდნა.

COVID-19-მა პოტენციურ მყიდველებს სახლში დარჩენა აიძულა.

დღევანდელი მონაცემები ყველაზე ქვედა ზღვარია ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე.

SMMT-ის მიხედვით, ევროპის სხვა ქვეყნებში უფრო დიდი ვარდნა დაფიქსირდა. იტალიაში ახალი ავტომობილების რეგისტრაციის შემცირება აღინიშნება 85 %-ით, საფრანგეთში-72 %-ით, ხოლო ესპანეთში-69 %-ით.

SMMT-ის აღმასრულებემა დირექტორმა განაცხადა,რომ დღევანდელი ჩაკეტილობის ფონზე ,ეს არ არის გასაკვირი და გამოთქვამს იმედს სამუშაოების ჩვეულ რეჟიმში მალე განახლებისა და ადრინდელი მონაცემების მსგავსი პროდუქტიულობის შესახებ.

Comments
Loading...