გამყრელიძე: მინდა, ბოდიში მოვუხადო ადამიანებს, თუ მათ კარანტინში მოუმზადებელი პირობები დახვდათ

მინდა, ღია ეთერში ბოდიში მოვუხადო ადამიანებს, თუ მათ საკარანტინო სივრცეში გარკვეულწილად მოუმზადებელი პირობები დახვდათ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ის გამოეხმაურა ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ზურაბ ჭიაბერაშვილმა ერთ-ერთ საკარანტინო შენობაში მოთავსებული ადამიანის აუდიო ჩანაწერი გაავრცელა,საიდანაც ირკვევა, რომ საკარანტინო შენობაში  პირობები არ არის.

ამირან გამყრელიძის თქმით, ექსტრემალურ პირობებში უწევთ მუშაობა.

„მინდა, ღია ეთერში ბოდიში მოვუხადო ადამიანებს, თუ მათ გარკვეულწილად მოუმზადებელი პირობები დახვდათ. ვიცი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დილიდან ინტენსიურად არის ჩართული ამ საკითხში და იქ ყველაფერი წესრიგდება,“ – განაცხადა გამყრელიძემ.

Comments
Loading...