გარდაიცვალა Red Hot Chili Peppers-ის ყოფილი გიტარისტი-ჯეკ შერმანი

აშშ-ში,64 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ამერიკული როკ-ჯგუფ Red Hot Chili Peppers-ის ყოფილი გიტარისტი,ჯეკ შერმანი. ამის შესახებ ინფორმაცია ჯგუფმა თავის "ტვიტერზე" გამოაქვეყნა.

გიტარისტი ჯგუფს 1983 წელს შეუერთდა და ჩაანაცვლა ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი, გიტარისტი ჰილელ სლოვაკი.

მას ნამუშევარი აქვს ჯორჯ კლინტონთან და ბობ დილანთან ერთად.

გიტარისტის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

Comments
Loading...