გლინტვეინზე მისაყოლებელი ფილმები, ზამთრის მოსაწყენი საღამოებისთვის

რა უხდება ზამთრის სევდიან, მოსაწყენ დღეებს თბილ გლინტვეინსა და ფილმებზე უფრო მეტად?! თუ თქვენც ფიქრობთ, რომ საღამოს გასატარებლად თბილად მოკალათება, საყვარელი სასმელი და ფილმი იდეალური ვარიანტია, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა, რადგანაც გლინტვეინზე მისაყოლებელი ფილმები შევარჩიეთ:

1. „მე, ტონია“ | I, Tonya (2017)

ეს არის ფილმი გმირზე, რომლის მიმართაც დიდი ემპათიით განეწყობით. შესანიშნავია ზამთრის პერიოდში სანახავად. კინოსურათში ნახავთ თხილამურებით სრიალისას ულამაზეს პეიზაჟებს და დათოვლილ გარემოს.

2. „ხელმაკრატელა ედვარდი“ | Edward Scissorhands

ეს ფილმი წელიწადის ნებისმიერ დროს უხდება, თუმცა განსაკუთრებით ზამთარს, მისი მისტიკური გარემო თავს თავადაც ჯადოსნურ სამყაროში გაგრძნობინებთ. კინოკლასიკა სავსეა სცენებით, სადაც დათოვლილი გარემო ჩანს. თბილი გლინტვეინი და მაკრატელხელებიანი ედვარდის საოცარი სიყვარულის ამბავი არის ის, რაც ამ საღამოს ძალიან მოუხდება.

3. ,,ინტუიცია“ | Serendipity

რომანტიკული მელოდრამა დაუჯერებელ სიყვარულზე, შემთხვევითობაზე, ინტუიციასა და ბედისწერაზე გვიყვება, რომელიც დაგაჯერებთ, რომ სამყაროში ყველაფერი გარკვეული მიზეზით ხდება. გარდა საოცარი რომანტიკული თავგადასავლისა, მასში ზამთრის ულამაზესი სცენებია აღბეჭდილი, ხოლო სცენა, სადაც საციგურაო მოედანზე მთავარი გმირები სრიალებენ, შესაძლოა, ერთ-ერთი ფავორიტიც კი გახდეს.

4. „ვერტიკალური ზღვარი“ | Vertical Limit (2000)

ეს არის თრილერი, რომლის ყურების დროსაც არ მოიწყენთ. თავგადასავლებით სავსე სახიფათო გზაზე მთავარ გმირს არაერთი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. უყურეთ და დატკბით ზამთრის ხიბლით, თუკი ზამთრის კურორტები და სრიალი მოგენატრათ, ეს ფილმი საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

5. „ყინულის ქარიშხალი“ | The Ice Storm (1997)

ამ ფილმში ჰოლივუდის უამრავ ვარსკვლავს ნახავთ – ქეითი ჰოლმსი, ელაიჯა ვუდი, ტობი მაგუაიერი, კრისტინა რიჩი და ეს სრული სია არ არის. ყინულის ქარიშხალი ფილმის გმირებს საოცარ თავგადასავალში მოახვედრებს. მოიმარაგეთ თბილი სასმელი და ჩაუჯექით, დატკბით ნამდვილი ჰოლივუდით.

6. „ზამთრის ძვალი“ | Winter’s Bone (2000)

კინოსურათი სენტიმენტებითაა სავსე და ამიტომაც, ის ზამთრის მოწყენილობას ძალიან უხდება. მასში თინეიჯერ გოგონას ამბავს გაეცნობით, რომლის როლსაც ჯენიფერ ლოურენსი ასრულებს. გლინტვეინთან ერთად, ცხვირსახოცებიც მოიმარაგეთ ცრემლების შესაშრობად.

7. „გადარჩენილი“ | The Revenant

და ბოლოს, შევარჩიეთ ფილმი, რომელმაც ლეონარდი დიკაპრიოს ოსკარი მოუტანა. მას დიდი წარდგენა არ სჭირდება. უბრალოდ დატკბით ჰოლივუდის ვარსკვლავის შესანიშნავი საშემსრულებლო ხელოვნებით, მისი ნიჭით, ოღონდ აუცილებლად პლედი მოიხვიეთ, რადგანაც შესაძლოა, სიცივე, რომელიც ფილმშია ნაჩვენები, რეალურადაც გადმოგედოთ.

 

წყარო: Regarder.ge

Comments
Loading...