გუდაუთაში, სამხედრო ბაზასთან ახლოს, სადაც საბრძოლო მასალები ინახებოდა, აფეთქება მოხდა.
ინფორმაციას ამის შესახებ დე-ფაქტო აფხაზეთის მედიასაშუალებები ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, აფეთქება საკმაოდ ძლიერი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება სწორედ იმ ადგილას უნდა მომხდარიყო, სადაც სამხედრო ბაზაა და საბრძოლო მასალები ინახება. რაიმე სხვა სახის დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
წყარო: ipress.ge