დეჟა ვუს გამომწვევი 7 მიზეზი

დეჟა ვუ ფრანგულ ენაზე „უკვე ნანახს” ნიშნავს. ყველას გამოგვიცდია ეს ერთი შეხედვით არაბუნებრივი შეგრძნება, როდესაც მოვლენა, ადგილი ან ქმედება მეორდება. ფილმ მატრიცას შემქმნელებს თუ დავუჯერებთ, სწორედ დეჟა ვუს დროს შემოდიან ჩვენს სიმულაციურ სამყაროში აგენტები. საინტერესო თეორიაა, მაგრამ ექსპერტები შვიდ კიდევ უფრო საინტერესო და რაც მთავარია, მეცნიერულთან მიახლოებულ ახსნას გვთავაზობენ.

ნახევარსფეროების ასინქრონიზაცია: თავის ტვინის ნახევარსფეროებს ფუნქციები გადანაწილებული აქვთ და სრულ ჰარმონიაში მუშაობენ. თუმცა, ზოგჯერ ეს ჰარმონია ირღვევა. სწორედ ამ დროს გვემართება დეჟა ვუ. ასინქრონიზაცია მარტივად რომ ვთქვათ, ერთგვარი ბაგი ან ერორია, რომელიც ტვინს იშვიათად ემართება.

2

იდენტური სიტუაცია: ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ჩვენი გონება რეაგირებს მსგავს, იდენტურ სიტუაციაზე. დეტალები, გარემოებები და ადგილი შესაძლებელია განსხვავდებოდეს, მაგრამ მთლიანობაში რაღაც მსგავს სიტუაციაში ოდესაღაც ყოფილხართ და ტვინი ამის შესახებ იმპულსს გაწვდით.

3

ეპილეფსია: არსებობს კვლევა, რომლის თანახმადაც ეპილეფსიის შეტევის წინ ადამიანი დეჟა ვუს განიცდის. შეტევას წინ უძღვის რთული ნეიროლოგიური პროცესები, რომელთა სიმპტომი სწორედ დეჟა ვუა. ეს არ ნიშნავს, რომ დეჟა ვუს შემთხვევაში ნევროპათოლოგთან უნდა გაიქცეთ, თუმცა თუ ეპილეფსია გაწუხებთ, დეჟა ვუს რიგ შემთხვევებში შეტევა მოჰყვება.

4

ასაკი: გამოკითხულთა 60-70% დეჟა ვუს უფრო ხშირად ახალგაზრდობაში, 15-დან 25 წლამდე ასაკში განიცდის. ეს არ ნიშნავს, რომ ასაკში დეჟა ვუ აღარ გექნებათ, უბრალოდ მისი სიხშირე წლებთან ერთად იკლებს.

5

სტრესი: დასტრესილი ადამიანები უფრო ხშირად განიცდიან დეჟა ვუს. მწყობრიდან გამოსულ ნერვულ სისტემას მეტი ძალისხმევა სჭირდება სინქრონიზაციისთვის, შესაბამისად ასინქრონიზაციაც უფრო ხშირად ხდება.

6

წინა ცხოვრება: ნევროპათოლოგები ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან. გარკვეული რელიგიები დეჟა ვუს წინა ცხოვრებასთან აკავშრებენ: სიტუაცია იმიტომ გეცნობათ, რომ ის წინა ცხოვრებაში იხილეთ ან განიცადეთ. პარაფსიქოლოგთა მცირე ნაწილი ამ მოსაზრებას არსებობის უფლებას აძლევს.

7

ტვინი მუშაობს: თავის ტვინი ბოლომდე შესწავლილი არ არის, შესაბამისად ამ “დარღვევას” შესაძლებელია არანაირი ახსნა არ აქვს და უბრალოდ ტვინის მუშაობის თანმდევი ნაწილია, რომელიც სახიფათო არ არის. საბოლოო ჯამში, სანერვიულო არაფერია, პირიქით შესაძლებელია გაერთოთ ამ ფენომენით, ასაკთან ერთად კი შესაძლოა მოგენატროთ კიდეც.

 

წყარო: Regarder.ge

Comments
Loading...