დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში, რუსი სამხედროების მანქანა ააფეთქეს

დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში, წინააღმდეგობის წევრებმა რუსი სამხედროების მანქანა ააფეთქეს,-ინფორმაციას მარიუპოლის ლეგიტიმური მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკომ Telegram-ზე ავრცელებს.

„მარიუპოლში წინააღმდეგობის ჯგუფის წევრებმა გაანადგურეს რუსი სამხედროები. რატომღაც მოულოდნელად (არა) აფეთქდა თეთრი რენოს მანქანა ასო Z-ით. ნახვამდის“, – წერს მერის მრჩეველი.

წინააღმდეგობის წევრები იტყობინებიან, რომ მანქანა ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე იყო გაჩერებული.

Comments
Loading...