ეკრანული წყვილები, რომლებმაც რეალურ ცხოვრებაში იქორწინეს
გადასაღებ მოედანზე დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობები აღარავის გვაკვირვებს. ეს საკმაოდ ხშირი შემთხვევაა ჰოლივუდში. ზოგიერთი წყვილი ახერხებს იდეალური კავშირის შენარჩუნებას, ზოგის სიყვარულიც ვერ უძლებს ცხოვრების გამოცდებს.
1. „მისტერ და მისის სმიტები“ | Mr. & Mrs. Smith
ეს ალბათ ყველაზე პოპულარული და გახმაურებული ფილმია, რომლის მთავარი როლის შემსრულებლებიც რეალურ ცხოვრებაში დაქორწინდნენ და ასე შეიქმნა ბრანჯელინას ყველაზე ლამაზი ჰოლივუდური წყვილი.

2. „ჭექა-ქუხილის დღეები“ | Days of Thunder
ამ ფილმმა ერთმანეთს ნიკოლ კიდმანი და ტომ კრუზი შეახვედრა. წყვილი მალე დაქორწინდა და 11 წელი ერთად იყვნენ. 2001 წელს ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა ჰოლივუდს გამორჩეულად მომხიბვლელი რომანტიკული მომენტები დაუტოვეს.

3. „ვიკი კრისტინა ბარსელონა“ | Vicky Cristina Barcelona
ფილმში ხავიერ ბარდემისა და პენელოპეს წყვილი მაყურებლის ოცნების წყვილად იქცა და მათ შორის არსებული საუცხოო ქიმია, მაყურებლის მგრძნობიარე ბუნებას ყურადღების მიღმა არ დარჩენია. სიყვარულმა რეალურ ცხოვრებაშიც გადმოინაცვლა. წყვილი 2010 წელს დაქორწინდა და ორი შვილი ჰყავს.

4. „თავქარიანი“ | Daredevil
ფილმში მთავარ როლებს ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი ასრულებენ. ბენი იმ დროს ჯენიფერ ლოპესს ხვდებოდა, ხოლო გარნერი სკოტ ფოლიზე იყო დაქორწინებული. მათ ურთიერთობები მალე დაასრულეს და ერთმანეთთან დაიწყეს შეხვედრა. 2010 წელს დაქორწინდნენ და სამი შვილი ჰყავთ. წყვილი ერთმანეთს 2017 წელს დაშორდა.

5. „კლეოპატრა“ | Cleopatra
ფილმის გადაღებების დროს ლეგენდარულ ელიზაბეტ ტეილორსა და რიჩარდ ბარტონს ერთმანეთი შეუყვარდათ. 1964 წელს დაქორწინდნენ და 12-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა დაახლოებით ერთ წელიწადში კვლავ იქორწინეს.

6. „სიზმრების სახლი“ | Dream House
დენიელ ქრეიგსა და რეიჩელ ვაისს ერთმანეთი სწორედ ამ ფილმის გადაღებისას შეუყვარდათ და მყარი ოჯახიც შექმნეს. წყვილი 2011 წლიდან ერთადაა. 2018 წელს პირველი შვილი შეეძინათ.

7. „შავი გედი“ | Black Swan
ეს ფილმი ნატალი პორტმანისთვის არა მხოლოდ კარიერული თვალსაზრისით აღმოჩნდა წარმატების მომტანი, არამედ პირად ურთიერობებშიც იღბალი მოუტანა. გადასაღებ მოედანზე ის ბენჟამინ მილპიეს შეხვდა. ბენჟამინი ფილმის ქორეოგრაფი იყო. წყვილს ორი შვილი ჰყავს.

8. „ადგილი ფიჭვნარში“ | The Place Beyond the Pines
ამბობენ, რომ ევა მენდესსა და რაიან გოსლინგს ერთმანეთი სწორედ ამ ფილმის გადაღებისას შეუყვარდათ. დიდი დროის განმავლობაში საგულდაგულოდ მალავდნენ ურთიერთობას, თუმცა მედიისთვის ცნობილია, რომ წყვილი 9 წელია ერთადაა და მათ ორი შვილი ჰყავთ.

9. „მწვანე ლამპარი“ | Green Lantern
მადლობა ამ ფილმის შემქნელებს იმისთვის, რომ რაიან რეინოლდსისა და ბლეიქ ლაივლის ბრწყინვალე დუო ერთმანეთს შეახვედრეს. სასიყვარულო ურთიერთობა 2011 წელს დაიწყეს, მალე დაქორწინდნენ და დღემდე ერთად არიან. წყვილის ურთიერთობა სამაგალითოა და ბევრისთვის შთამაგონებელი. ბლეიქს და რაიანს სამი შვილი ჰყავთ.

10. „ნაბიჯი წინ“ | Step Up
ჩენინგ ტატუმისა და ჯენა დიუანის სასიყვარულო ურთიერთობა ამ ფილმიდან იწყება. ისინი 9 წელი იყვნენ დაქორწინებულები. სამწუხაროდ, 2018 წელს ერთმანეთს დაშორდნენ.

11. „სხივი ოკეანეებს შორის“ | The Light Between Oceans
ამ ფილმმა ერთმანეთს მაიკლ ფასბენდერი და ალისია ვიქანდერი შეახვედრა და მალე მათ შორის დიდი სიყვარული დიწყო. ისინი 2017 წელს დაქორწინდნენ და დღემდე ერთად ბედნიერად ცხოვრობენ.

წყარო: On.ge