აგლაძის ქუჩაზე, მშენებარე და მოქმედ ტაძრებს შორის არსებულ ძველ ხის სათავსს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც 70 კვადრატული მეტრი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
წყარო: „პირველი“