ესკერხან მადიევმა ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს წარმომადგენელმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ესკერხან მადიევმა პირველ შეხვედრაში ძლიერი მეტოქე, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე რიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ლორენცო სოტომაიორი დაამარცხა.

შეხვედრა მადიევის უპირატესობით მიმდინარეობდა და მსაჯთა გადაწყვეტილებით, პირველ და მეორე რაუნდში სწორედ ის იყო გამარჯვებული. მესამე რაუნდი აზერბაიჯანელი მოკრივის ტრავმის გამო დროზე ადრე დასრულდა და გამარჯვება ესკერხანს მიენიჭა.

მერვედფინალში მადიევის მეტოქე უგანდელი მოკრივე შადირი ბვოგი იქნება. შეხვედრა 27 ივლისს გაიმართება.

Comments
Loading...