ესპანელ მსახიობ ანტონიო ბანდერასს კორონავირუსი დაუდასტურდა
ცნობილმა ესპანელმა მსახიობმა, პროდიუსერმა, რეჟისორმა და მომღერალმა, ანტონიო ბანდერასმა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე დაწერა,რომ მისი ტესტი კორონავირუსზე დადებითია.
მსახიობი წერს,რომ არც ისე ცუდადაა და უბრალოდ თავს იმაზე სუსტად და დაღლილად გრძნობს,ვიდრე ჯანმრთელად ყოფნის დროს. აქვე გამოთქვამს იმედს,რომ მკურნალობა მალე გამოიღებს შედეგს და დაამარცხებს იმ ვირუსს,რომელიც ასეთ დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე მთელ მსოფლიოში.