ექიმები იძლევიან რჩევას წონის დაკლებაზე,რათა შემცირდეს რისკი კორონავირუსით დაინფიცირებისა

ექიმების ამ რჩევას აქვეყნებს Daily Mail.

აუდიტისა და ინტენსიური თერაპიის ეროვნული ცენტრის(ICNARC ) სტატისტიკამ აჩვენა,რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის COVID-19-ით დაინფიცირებულ პირთა სამი მეოთხედი ჭარბი წონის მატარებელია.

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის თანამშრომლები აცხადებენ,რომ ჭარბი წონა ხელს უწყობს დაავადებით გამოწვეული გართულებების კიდევ უფრო მეტ სტიმულაციას და ასრულებს მაპროვოცირებელ როლს.

დოქტორი მეთ კაპერჰონი,რომელიც წონის კონტროლის სპეციალურ ცენტრში მუშაობს,აცხადებს,რომ უმჯობესი იქნებოდა,თუკი ხელისუფლება საზოგადოებას გააფრთხილებდა ამ რისკების შესახებ.

“თუკი მოსახლეობის ნახევარი მაინც მოისმენს ჩემს სიტყვებს,ამას ექნება დიდი მნიშვნელობა”-ამბობს დოქტორი.

ეპიდემიოლოგი ნილ ფერგიუსონი კი გვირჩევს:”ადამიანებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ საკუთარ ჯანმრთელობაზე.ჩვენ თვითონ უნდა შევამციროთ დაავადების რისკები,მათ შორის,წონის შემცირებითა და ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებით”.

პერსონალური ფიტნესინსტრუქტორი ავსტრალიიდან,რეიჩელ ეტარდი,საუბრობს იმ ორ ძირითად მიზეზზე,რომლის გამოც,იზოლაციაში ყოფნისას,ადამიანს გამუდმებული შიმშილის გრძნობა აწუხებს. მისი თქმით,ამის გამომწვევი მიზეზიდან პირველია სასარგებლო ბოჭკოების დეფიციტი,ხოლო მეორე-ლეპტინის დაბალი დონე. (ლეპტინს მადის მომთვინიერებლს უწოდებენ. რაც უფრო მაღალია მისი დონე,მით უფრო ნაკლებია მადა)

 

Comments
Loading...