ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში შუახნის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილის მეუღლე საზღვარგარეთ იმყოფება, მამაკაცი კი სახლში მარტო ცხოვრობდა. მათივე ცნობით, შუახნის მამაკაცი ორი დღის განმავლობაში არ გამოჩენილა, რის გამოც მათ პოლიცია და სამაშველო სამსახური გამოიძახეს.
გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
წყარო: http://1tv.ge