ვიქტორ ფონტი კლუბ “ბარსელონას” გაკოტრებას პროგნოზირებს
ვიქტორ ფონტი,"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი,კლუბის ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს.ინფორმაციას ავრცელებს Mundo Deportivo
ფონტი აკრიტიკებს იმ ქმედებებს,რომელთაც ახორციელებს კლუბის ამჟამინდელი ხელმძღვანელი,ჯოზეპ მარია ბართომეუსი და თვლის,რომ ასეთი ნაბიჯებით იგი “ბარსელონას” ფინანსურ კრიზისამდე მიიყვანს.
ფონტი აღნიშნავს,რომ აუცილებელია კლუბში სტრუქტურული ცვლილებების გადადება,დირექტორთა ახალი საბჭოს არჩევამდე.
ესპანეთის ჩემპიონატის პაუზის გამო,რაც კორონავირუსულმა პანდემიამ განაპირობა,კლუბი ხარჯების ოპტიმიზაციის აუცილებლობის წინაშე დადგა.
“ბარსელონას” ფეხბურთელები,პაუზის განმავლობაში,უარს აცხადებენ თავიანთი ხელფასის 70%-ზე.
კლუბის მომავალი პრეზიდენტის არჩევნები 2021 წელს ჩატარდება.