თმის ცვენის შეჩერების 6 მეთოდი
ჩვეულებრივ, ადამიანი დღის განმავლობაში 100 ღერ თმას კარგავს, მაგრამ თუ ამაზე მეტი თმა გცვივათ, შესაძლოა, ყოველივე სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული და უკავშირდებოდეს საკვებ ნივთიერებათა ნაკლებობას, სტრესს, ან სხვა ფაქტორებს. ვნახოთ 6 მთავარი და მარტივი მეთოდი: როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა.
მიირთვით ცილებით მდიდარი საკვები. თმის ფოლიკულა ძირითადად შედგება ცილისგან, რომელსაც კერატინი ეწოდება. სწორედ ამიტომ, ცილებით მდიდარი საკვების მიღება აძლიერებს თმას. მედიკოსების რეკომენდაციაა, რომ სადილსა და ლანჩზე მიიღოთ სულ მცირე 120 გრამი ცილა. ცილებით მდიდარი საკვებია ოსპი, სოიო, ლობიო, კვერცხი, თევზი, ბარდა, ქათამი და ინდაური.

2
მიიღეთ უფრო მეტი ბიოტინი. ბიოტინი, ან ვიტამინი H აუმჯობესებს კერატინის სტრუქტურას. სპეციალისტები გირჩევენ, რომ დღის განმავლობაში მიიღოთ 30 მკგ-დან 100 მკგ-მდე ბიოტინი. ბიოტინით მდიდარი საკვებია ღვიძლი, კვერცხი, ნუში, მიწის თხილი, კაკალი, სოიო და სხვა პარკოსნები, ასევე ბანანი, ყვავილოვანი კომბოსტო და სოკო.

3
თმის ცვენაზე გავლენას ახდენს ასევე თმის სტილი, რომელსაც ატარებთ. მაგალითად, თუ მუდამ მაღლა გაქვთ თმა აწეული და შეკრული, ეს აზიანებს თმას და განაპირობებს მის ცვენას. ასევე, საზიანოა თმის ლაქი და სხვა კოსმეტიკური საშუალებები. უჯობესია, თუ უმეტესად თმა იქნება გაშლილი, თავისუფლად. თავი აარიდეთ ჯაგრისის ტიპის სავარცხლის გამოყენებას და მის ნაცვლად გამოიყენეთ მეჩხერი კბილანების მქონე სავარცხელი.

ასევე, თავი აარიდეთ თმის უთოს გამოყენებას. თმის დასახვევად უკეთესი იქნება, თუ ელექტრომოწყობილობის ნაცვლად, ე.წ. ბიგუდებს მოიხმართ.
4
წაისვით ეთერზეთები. კედარის ხის ეთერზეთი ამცირებს თმის ცვენას, მას ასევე აქვს სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები. შეურიეთ კედარის ეთერზეთის რამდენიმე წვეთი 2 სუფრის კოვზ ჟოჟობას, ან ყურძნის წიპწის ზეთს და მისი საშუალებით თმის ძირებზე ხელების ნაზი მოძრაობით გაიკეთეთ მასაჟი 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩვეულებრივ დაიბანეთ. კედარის ეთერზეთის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ როზმარინის ზეთი, ლავანდის ზეთი, ან პიტნის ზეთი.

5
თმის ცვენის შესაჩერებლად სცადეთ ხახვის ნიღაბი. ხახვი შეიცავს ფოლიუმის მჟავას, ასევე B, C და E ვიტამინებს, ფოსფორს, თუთიას, მაგნიუმს და კაროტინს. ყველა ეს საკვები ნივთიერება ხელს უწყობს თმის გაჯანსაღებას.

ნიღბის მომზადების და გამოყენების წესი: გახეხეთ ხახვი და გამოწურეთ მისი წვენი, შემდეგ კი ბამბით წაისვით თმის ძირებზე, გაიჩერეთ 20-30 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ. პროცედურა გაიკეთეთ კვირაში ორჯერ.
6
მოიხსენით სტრესი. ზოგჯერ თმის ცვენის განმაპირობებელი სტრესია, ამიტომაც პრობლემის მოსაგვარებლად პირველ რიგში, განტვირთვასა და სტრესის მოხსნაზე უნდა იზრუნოთ. დაკავდით იოგას ვარჯიშით, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, მოიწყვეთ განტვირთვის საღამო, დაკავდით მედიტაციით, გააკეთეთ სუნთქვის ვარჯიშები.

შენიშვნა: თუ თმის ცვენა მოულოდნელად დაგეწყოთ და ატყობთ, რომ ზედმეტად ბევრი თმა გცვივათ, შესაძლოა, ეს ჯანმრთელობის პრობლემებთან იყოს დაკავშირებული და ასეთ დროს აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოთ.
წყარო: Regarder.ge