თურქეთმა, ალეპოს სამხედრო აეროდრომზე იერიში მიიტანა
თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანა სამხედრო აეროდრომზე, რომელიც სირიის სახელისუფლებო ძალების მეირ კონტროლდება და რომელიც ალეპოს პროვინციაში მდებარეობს. ოპერაციის შედეგად ობიექტს “გამოუსადეგარის” სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ CNN Turk-ი იუწყება.
თურქული სააგენტო Anadolu კი იუწყება, რომ თურქეთმა დარტყმის შედეგად გაანადგურა აეროდრომი. დარტყმა უპილოტო საფრენი მოწყობილობებისა და თურქეთის შეიარაღებული ზალების არტილერიის მეშვეობით განხორციელდა.
როგორც გამოცემა იუწყება, სირიის ძალები აღნიშნულ აეროდრომს იყენებდნენ, როგორც თურქ სამხედროებზე, აგრეთვე იდლიბის დასახლებულ პუნქტებზე თავდასხმების მიზნით.
მანამდე სირიის სახელისუფლებო ძალებმა განაცხადეს ხელისუფლების სამხედრო საჰაერო ძალების ორი ჩამოგდებული თვითმფრინავის შესახებ, რომლებიც თურქმა სამხედროებმა ჩამოაგდეს. მფრინავებმა კატაპულტირება მოასწრეს. ამის შემდეგ, სირიამ იდლიბის და ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონების საჰაერო სივრცეების დაკეტვის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
პროვინციაში სიტუაცია ანკარისა და სირიის სახელისუფლებო ძალების კონფლიქტის გამო გამწვავდა. თებერვალში, თურქეთმა, სირიის სამხედრო ძალების თავდასხმების შედეგად 30 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ განაცხადა. ამის საპასუხოდ, ანკარამ სირიის სახელისუფლებო ძალების 200 ობიექტზე მიიტანა იერიში.