ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა
პორტალმა worldometers-მა განაახლა ინფორმაცია ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა შესახებ.
პორტალზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად,ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ირანში 593-ს მიაღწია, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 9 კაცით გაიზარდა. ამჟამად ირანში სულ 43 კაცია კორონავირუსით გარდაცვლილი.
სულ მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა შეადგენს 2933 კაცს:
ჩინეთი – 2835
ირანი – 43
იტალია – 21
სამხრეთ კორეა – 17
საკრუიზო გემი “ბრილიანტის პრინცესა” – 6
იაპონია – 5
საფრანგეთი – 2
ჰონგ-კონგი – 2
ტაივანი – 1
ფილიპინები – 1
მოამზადა რაულ კაპანაძემ