“კანონპროექტის გახმობის მექანიზმი არ არსებობს… იწყებენ ხალხში გასვლას, რომ აუხსნან თუ როგორი კარგია” – ადვოკატი კანონის გაწვევაზე
“კანონპროექტის გახმობის მექანიზმი არ არსებობს… იწყებენ ხალხში გასვლას, რომ აუხსნან თუ როგორი კარგია” -ასე ეხმაურება ადვოკატი დავით ნოზაძე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევის გადაწყვეტილებას.
“კანონპროექტის გახმობის მექანიზმი არ არსებობს პარლამენტის რეგლსმენტის შესაბამისად ,მითუმეტეს, რომ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია. ერთადერთი გამოსავალი არის, რომ კანონპროექტი მეორე მოსმენის დროს ჩავარდეს ანუ ხმა არ მისცენ. განცხადებაში მართველმა პარტიამ მიუთიითა,რომ ემოციების ჩაცხრომამდე არ მოხდება განხილვაო. იწყებენ ხალხში გასვლას, რომ აუხსნან თუ როგორი კარგი კანონპროექტია. განხილვები როგორ ჩატარდება და ვისთან, ცხადიაასე, რომ ჩაცხრება მუხტი და კანონს მიიღებენ თუ სწორი მექანიზმი არ იქნება გამოყენებული კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე ჩაგდების გზით”,-წერს ნოზაძე სოციალურ ქსელში