“კარფური” უკვე გორშია – ფრანგული ბრენდის 25-ე ფილიალი შიდა ქართლში გაიხსნა
ჰიპერმარკეტების ქსელი კარფური 8 წლისაა და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილ უამრავ აქციასა თუ გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ხვალიდან შიდა ქართლის მაცხოვრებლებსაც შეეძლებათ.
„კარფური“ განაგრძობს ახალი ფილიალების გახსნას და გაფართოებას. ამჯერად მან გეზი შიდა ქართლისკენ აიღო და თავის ერთგულ მომხმარებელს კიდევ ერთ ახალ ფილიალს გორში ამილახვარის N30-ში სთავაზობს, სადაც „კარფურის“ მოყვარულებს კომპანიის 8 წლის იუბილესთან დაკავშირებით უსასრულო ქულები, საჩუქრები და აქციები დახვდებათ.
რაც მთავარია, მაღალი ხარისხის პროდუქციის გარდა, კარფური ინარჩუნებს ლიდერობას ხელმისაწვდომი ფასების მიმართულებითაც.
„მოხარულები ვართ რომ კომპანია ასე სწრაფად იზრდება და ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ბრენდის მიზანია, მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე. აღსანიშნავია რომ კარფური გახდა 8 წლის და იუბილესთან დაკავშირებით ჩვენს ყველა ფლილალში მომხმარებლებს უსასრულო სიურპრიზები ელოდებათ.“- აცხადებს ქრისტოფ ორსე კარფურის გენერალური დირექტორი.
კარფურის ახალი მარკეტი მომხმარებელს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქციისა და საყოფაცხოვრებო საქონლის სხვადასხვა სახეობას სთავაზობს. მათ შორისაა სურსათის და ჯანსაღი კვების, ბავშვის მოვლის, ჯანმრთელობისა და პირადი ჰიგიენის საშუალებები, კარფურის მიერ წარმოებული ექსკლუზიური ფრანგული პროდუქცია და მრავალი სხვა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელს საქართველოში Majid Al Futtaim-ი წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი ფრანგული ბრენდის რეგიონალური ფრანშიზის ექსკლუზიური მფლობელია, რომელიც ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 37 ქვეყანაში კარფურს წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი კარფურის 270-ზე მეტ მაღაზიას ფლობს, დღეში 750,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და 37,000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
2012-ში ქართულ ბაზარზე შემოსვლა კარფურისთვის სტრატეგიული ნაბიჯი იყო. კომპანიამ საქართველოში კარგი განვითარების პერსპექტივა დაინახა და დღეისათვის საქართველოში კარფური 25 მაღაზიითა და 2000-ზე მეტი თანამშრომლით არის წარდგენილი.
კარფურის ახალი ფილიალი, გორში ამილახვარის 30 ნომერში მდებარეობს და ის მომხმარებლებს ყოველდღე, დილის 9:00 დან ღამის 22:00 – საათამდე მოემსახურება.
რაც შეეხება იმ პრიზებსა და სიურპრიზებს, რაც ამიერიდან შიდა ქართლის მომხმარებელსაც ელოდება, მათი ჩამონათვალი იმდენად მრავალფეროვანია, რომ ინფორმაციას დეტალურად გაწვდით.
9 სექტემბრიდან – 6 ოქტომბრის ჩათვლით, „გაატარე მაი ქლაბი და მიიღე მოგების შანსი! კარგად დააკვირდით თქვენს ქვითარს! იცოდეთ, რომ „ქვითარი მომგებიანია“ და მოგების შანსი გაქვთ კარფურის ყველა მაღაზიაში.
რაც შეეხება მარტივ წესებს პრიზების მოსაგებად…
როგორ ვიღებთ მონაწილეობას გათამაშებაში:
გათამაშების პერიოდში, კარფურის ნებისმიერ ფილიალში, სალაროსთან, მაი ქლაბის გატარების შემთხვევაში, ქვითარზე ამოდის კონკრეტული პრიზის დასახელება.
პრიზების სახეობები: კარფურის ერთგულ მომხმარებელს 2 ტიპის პრიზი ელოდება ქვითარზე:
- ქულები:100 000; 50 000; 20 000; 10 000; 1 000 და ა.შ. ამ ქულებით თქვენ შეგიძლიათ უსასრულოდ ივაჭროთ კარფურის ნებისმიერ ფილიალში და შეიძინოთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია.
- მსხვილი და წვრილი ტექნიკის პრიზები – Mastercard-ით გადახდის შემთხვევაში:ტელევიზორი, სმარტფონი, ლეპტოპი, სათამაშო კონსოლი, მაცივარი, სარეცხი მანქანა, მტვერსასრუტი, ფოტო აპარატი, ბლენდერი, ყავის აპარატი, ფენი, ყურსასმენები, დინამიკი, ავეჯი, ჭურჭელი და მრავალი სხვა.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, მომხმარებლებს კიდევ ერთი განსაკუთრებული სიურპრიზი ელით. Happy Wheel – იღბლიანი ბორბალი.
დღეში რამდენჯერმე დატრიალდება იღბლიანი ბორბალი და ბორბალზე ამოსულ სალაროს ნომერზე მდგარი მომხმარებელი, დაიბრუნებს თავისი შესყიდული პროდუქტების 80%-ს ქულების სახით .
რაც შეეხება მათ, ვინც ჯერ კიდევ არ არის „მაი ქლაბის“ წევრი.
შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ, საკუთარ იუბილეზე „კარფურმა“ თავისი ერთგული მომხმარებლის დასაჩუქრება გადაწყვიტა და 7 წლიანი სიყვარულის დასტურად დაგროვების უნიკალური პროგრამა შესთავაზა.
ვინც ჯერ კიდევ არ გამხდარა ამ კლუბის წევრი, შევახსენებთ უმარტივეს წესებს დასარეგისტრირებლად:
როგორ გავხდეთ ყველაზე დამზოგველი კლუბის წევრები
- იმისათვის რომ გახდე “მაი ქლაბ”-ის წევრი, საჭიროა დარეგისტრირდე “Carrefour Georgia”-ს აპლიკაციაში რომელიც ხელმისაწვდომია Play store-სა და APP store-ში.
- დარეგისტრირდით და დაიწყეთ „მაი ქლაბ“ ბარკოდის გამოყენება სალაროსთან მისი წარდგენით კარფურში ყოველი ვიზიტისას, ან მიიღეთ “მაი ქლაბ” ბარათი კარფურის მაღაზიებში.
- “მაი ქლაბის” ანგარიშზე დააგროვებთ: 1 ქულას ყოველ დახარჯულ 1 ლარზე, “მაი ქლაბის” შერჩეულ კატეგორიებზე.
- 100 ქულა = 10 ლარს
- ქულების გასახარჯად ანგარიშზე უნდა იქონიოთ მინიმუმ 100 ქულა.
დააგროვე მეტი, დაზოგე მეტი!
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე
გადმოწერეთ კარფურის აპლიკაცია:
ANDROID:
https://bit.ly/2Gyc4Ta