კახეთის გზატკეცილზე საწყობში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის ხიდებთან საწყობში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.  ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა პერტაია “ფესბუქზე” ავრცელებს.
ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი  უცნობია.

Comments
Loading...