კვლევა: ელექტრონული სიგარეტი არ არის მოწევის უსაფრთხო ალტერნატივა

ახალი გამოკვლევებით დადგინდა,რომ ელექტროსიგარეტის მოხმარება ისეთივე ზიანს აყენებს გულსა და არტერიებს,როგორც ჩვეულებრივი მოწევა.შესაბამისი დასკვნები გამოქვეყნდა Journal of American Heart Association-ში.

ბოსტონის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა შეისწავლეს ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელთა და ჩვეულებრივ მწეველ ადამიანთა სისხლძარღვების მდგომარეობა და აღმოჩნდა,რომ შედეგები აბსოლუტურად იგივეა.კვლევაში მონაწილეობას 21-დან 45 წლამდე ასაკის 400-ზე მეტი მწეველი ქალი და მამაკაცი იღებდა.

მოხსენებაში ნათქვამია,რომ ელექტრონული სიგარეტი არ ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადების რისკებს.მეცნიერება ხაზგასმით აღნიშნეს,რომ ეს მეთოდი არ არის მოწევის უსაფრთხო ალტერნატივა.

Comments
Loading...