კვლევა: კორონავირუსი ადამიანის ტვინისათვის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს

ვირუსოლოგი ჯერემი როსმანი,დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტ კენტის წარმომადგენელი,საუბრობს იმაზე,თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს კორონავირუსმა ტვინზე და გამოიწვიოს სხვადასხვა ნევროლოგიური სიმპტომები.ცენტრალური ნერვული სისტემისათვის ინფექციის საშიშროების შესახებ, წერს The Conversation.

ჯერემი როსმანის აზრით,ინფექცია გავლენას ახდენს ტვინზე და COVID-19-ით დაავადებულ ადამიანებში ვლინდება გილენ-ბარეს სინდრომი.ამ დროს,იმუნური სისტემა,ინფექციის საპასუხოდ,უტევს ნერვებს და ეს იწვევს კუნთების სისუსტეს,შემდეგ კი-დამბლას.

სხვა შემთხვევებში,კორონავირუსმა გამოიწვია ტვინის ქსოვილების მწვავე დარღვევა(ინსულტი).ზოგადად,სხვადასხვა სიმძიმის ნევროლოგიური სიმპტომები აღინიშნება პაციენტთა 36%-ში,რომლებიც უჩივიან თავის ტკივილს,თავბრუსხვევას,გემოსა და ყნოსვის დაკარგვას,კრუნჩხვებსა და ჰალუცინაციებს.

SARS-CoV-2-ს შეუძლია,გადალახოს ჰემატოენცეფალური ბარიერი,რომელიც არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას სისხლსა,ზურგის ტვინის არხის სითხესა და თავის ტვინს შორის და შესაბამისად,დააინფიციროს ტვინი.

Comments
Loading...