კლუბ “არსენალის” ფეხბურთელები და მწვრთნელები 12,5%-ით შემცირებულ ხელფასებს აიღებენ
"არსენალის" ფეხბურთელებისა და მწვრთნელების შემოსავალი 12,5%-ით შემცირდება და ეს გადაწყვეტილება,შექმნილი პანდემიური ვითარების გათვალისწინებით,მათივე ინიციატივიდან გამომდინარეობს. ინფორმაციას ავრცელებს BBC
კლუბის განცხადებით,აღნიშნული დაზოგვა ფინანსური რისკებისაგან დაცვაა და ეს თანხები მომავალში აუცილებლად ანაზღაურდება.
“ეს ნაბიჯი გადაიდგა კონსტრუქციული მსჯელობების შედეგად. ჯეროვნად შეფასდა COVID-19-ის გამო შექმნილი ვითარება და ყველამ გაითავისა ამ მდგომარეობის სიმძიმე. მოთამაშეებსა და მთელ პერსონალს აქვს ძლიერი სურვილი იმისა,რომ მხარდაჭერა გამოუცხადონ არსენალის ოჯახს”-ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
კლუბი მადლობას უხდის მოთამაშეებსა და თანამშრომლებს ასეთი დახმარებისათვის და გვერდშიდგომისათვის იმ მომენტში,რომელიც ყველაზე დიდი გამოწვევისმქონეა მათ ისტორიაში.