კორონავირუსის გამოსავლენად,დიდ ბრიტანეთში ძაღლების წვრთნა დაიწყეს

დიდ ბრიტანეთში დაიწყეს ძაღლების წვრთნა იმისათვის,რომ მათ შეძლონ ინფექციის გამოვლენა ყნოსვის საშუალებით. ამ ინფორმაციას ავრცელებს AsiaOne

Medical Detection Dogs-მა მოიწვია ლონდონის წამყვანი სპეციალისტები ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის დარგიდან,რათა გაწვრთნან ძაღლები.

წარსულში,Medical Detection Dogs-ის გაწვრთნილმა ძაღლება შეძლეს ,ყნოსვით ამოეცნოთ ის ადამიანები,რომლებსაც ჰქონდათ კიბო,მალარია და სხვადასხვა ინფექციები.

ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის ხელძღვანელი აღნიშნავს,რომ,დიდი ალბათობით,COVID-19-ით დაინფიცირებული ადამიანის სხეული იცვლის სუნს და ძაღლები ამ სუნის ამოსაცნობად უნდა გაიწვრთნან.

კვლევის მონაწილეები ელიან,რომ ძაღლები ამისათვის მზად იქნებიან იმ დროისათვის,როცა ეპიდემია ჩაცხრება. ამ შემთხვევაში,გაწვრთნილი ძაღლები „იმუშავებენ“ აეროპორტებში,რათა უცხო ქვეყნიდანჩამოსული ადამიანები შეამოწმონ სუნით და ამით თავიდან აიცილონ ვირუსის ხელახალი გავრცელება.

Comments
Loading...