კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი რეპროდუქციული სისტემისათვის საზიანო აღმოჩნდა

ჩინელი ექიმების მიერ თაგვებზე ჩატარებული წინასწარი კლინიკური კვლევის შედეგებით,ცნობილი ხდება,რომ COVID-19-ის ერთ-ერთი საწინააღმდეგო პრეპარატი რემედვივირი საზიანოა რეპროდუქციული სისტემისათვის. კვლევის შედეგებს აქვეყნებს bioRxiv.

თაგვებზე ჩატარებული კვლევით,ჩინელმა ექიმებმა აღმოაჩინეს,რომ პრეპარატი რემედვივირი,იგივე GS-5734, ამცირებდა სასარგებლო სპერმატოზოიდებს და პირიქით,ზრდიდა პათოლოგიურს.

თითო თაგვზე 50 მიკროგრამის შეყვანამ გამოიწვია ანომალიების დონის მომატება. პრეპარატის 150 მიკროგრამამდე გაზრდამ კი სპერმატოგენეზის სერიოზული გაუარესება,შემცირება გამოიწვია.

მეცნიერები აღნიშნულ პრეპარატზე დამატებითი გამოკვლევების ჩატარებას ითხოვენ.

Comments
Loading...