მადრიდის “რეალი” ლა ლიგის გამარჯვებული ისტორიაში 34-ედ გახდა (ფოტოები)
მადრიდის “რეალმა” ესპანეთის ჩემპიონატი ლა ლიგა ისტორიაში 34-ედ მოიგო. უკვე 8-ით უსწრებს უახლოეს მდევარს “ბარსელონა”, რომელსაც აღნიშნული ტიტული სულ 26-ჯერ აქვს მოგებული.
სამეფო კლუბმა გუშინ ვილიარეალი დაამარცხა და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მდევარ “ბარსელონასთვის” მიუწვდომელი გახდა. გუშინდელ მატჩში გოლები ქარიმ ბენზემამ გაიტანა, 29-ე და 77-ე წუთებზე, რასაც “ვილიარეალის” მხრიდან ვისენტე იბორამ უპასუხა ერთი გოლით, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
თავის მხრივ , “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ოსასუნასთან” წააგო ანგარიშით 1:2.
ცნობისთვის, კორონავირუსის გამო, მატჩები დახურულ კარს მიღმა იმართებოდა. მადრიდში ზეიმიც მოკრძალებულად აღნიშნეს.
გთავაზობთ ფოტოკოლაჟს მადრიდიდან.