მარია შარაპოვა ინსტაგრამზე თავის ტელეფონის ნომერს აქვეყნებს (ვიდეო)
რუსმა ჩოგბურთელმა ინსატგრამ გვერდზე თავისი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა,გულშემატკივრებთან კომუნიკაციისათვის.
შარაპოვამ გამომწერებს სთხოვა,რომ დაუსვან მას კითხვები და ესაუბრონ ცხოვრებაზე. ჩოგბურთელმა დადო პირობა, ყველა სმს-ზე პასუხის გაცემისა.
შარაპოვამ აქვე განმარტა,რომ ამჟამად მხოლოდ ამერიკელ და კანადელ აბონენტებთან შეუძლია კონტაქტი და მალე აცნობებს გულშემატკივრებს,თუ როდის შეეძლებათ მასთან დაკავშირება სხვა ქვეყნებიდანაც.