“მარო მაყაშვილის სახელობის პირველ სტიპენდიას მიიღებს გოგო, რომელიც აქციის დაშლისას წყლის ჭავლზე ცეკვავდა” – გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე   სოციალურ ქსელში  წერს, რომ  სალომე კენჭიაშვილი, გოგო, რომელიც აქციის დაშლისას წყლის ჭავლზე ცეკვავდა,  გურული დღიურების ფონდიდან მარო მაყაშვილის სახელობის სტიპენდიას მიიღებს.

“გურული დღიურების ფონდი აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომელიც მარო მაყაშვილის სახელობის იქნება. პირველ სტიპენდიას მიიღებს სალომე კენჭიაშვილი, გოგო, რომელიც აქციის დაშლისას წყლის ჭავლზე ცეკვავდა – ტაიკვანდოს ოსტატი და კარგი მოსწავლე. ეს იქნება ჩემი მოკრძალებული თანაგანცდის ნაბიჯი მისი თაობის მიმართ და იგულისხმებს ერთი წლის მანძილზე გარკვეულ წახალისებას სწავლის მიმართულებით,” – წერს გიორგი კეკელიძე.

Comments
Loading...