ნოვაკ ჯოკოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა
ნოვაკ ჯოკოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ რამდენიმე ევროპული მედია წერს.
BBC-ის ცნობით, მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა ბოლო ჩოგბურთელი, რომელსაც კოვიდ 19 დაუდასტურდა.
გრიგორი დიმიტროვის, ბორნა კორიკის და ვიქტორ ტროიკის შემდეგ ყველას გამოუვლინდა კორონავირუსი, მათ მონაწილეობა მიიღეს სპორტულ ღონისძიებაში ბელგრადში.
ზვერევი, კილიკი და ანდრეი რუბლევი, რომლებმაც ასევე ითამაშეს, კორონავირუსზე უარყოფითი პასუხები აქვთ, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ახლა ისინი იზოლირების რეჟიმში იქნებიან 14 დღის ვადით.