პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელმაც მაღაზიისა და ბენზინგასამართი სადგურის სალაროები გაქურდა

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე  დააკვეს, – ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაკავებულმა მაღაზიისა და ბენზინგასამართი სადგურის სალაროები გაქურდა.

როგორც ირკევა, პოლიციამ ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების ჩანაწერის გაშიფვრის შედეგად შეძლო.

ცნობილია, რომ კაცმა სალაროები იმავე მეთოდით პოლონეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში გაქურდა. მას 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 33 წლის მამაკაცს  5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Comments
Loading...