პრემიერი დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს წარადგენს
დღეს, 20 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.
პრემიერ-მინისტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს წარადგენს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელს მე-10 მოწვევის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარი შეცვლის.