როგორ მოხვდა ჯულია რობერთსი Friends-ის საკულტო ეპიზოდში
მეგობრები“ / Friends 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალია, რომელსაც დღემდე მილიონობით მაყურებელი და გულშემატკივარი ჰყავს. 10 სეზონის განმავლობაში, ხშირად ვხედავდით მოწვეულ სტუმრებს, ჰოლივუდის ცნობილ მსახიობებს, რომლებიც ეპიზოდურ როლს ასრულებდნენ.
„მეგობრების“ თანაშემქმნელი, დევიდ ქრეინი The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში ყვება, თუ როგორ დაითანხმეს ჰოლივუდის ვარსკვლავები სერიალში მონაწილეობის მიღებაზე. მან გაიხსენა ჯულია რობერთსის დათანხმებასთან დაკავშირებული საინტერესო ისტორია:

„არასდროს არ დაგვიწერია სპეციალური სცენარი მოწვეული სტუმრისთვის, თუმცა ვიცოდით, რომ ამ შემთხვევაში სხვანაირად უნდა გვემოქმედა. იცით როგორ დავითანხმეთ ჯულია? მას თავად მეთიუ ფერი (ჩენდლერ ბინგი) დაუკავშირდა და შოუში მონაწილეობის მიღება სთხოვა, რაზეც ჯულიამ უპასუხა, რომ ის მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა, თუკი მეთიუ დაუწერდა ნაშრომს კვანტურ ფიზიკაზე. როგორც მივხვდი, მეთიუმ ეს პირობა შეასრულა.“ – ყვება დევიდი.

ნაშრომი კვანტურ ფიზიკაზე? როგორც ჩანს, ჯულიას სურდა დარწმუნებული ყოფილიყო იმაში, რომ „მეგობრებს“ მისი მიწვევა ძალიან სურდათ, განსაკუთრებით კი, მეთიუს. წარმატებული შოუს შემდეგ, ჯულია და მეთიუ ერთმანეთს ხვდებოდნენ.

აღმოჩნდა, რომ ჯულიასთან ფლირტში მეთიუს მთელი სამსახიობო გუნდი ეხმარებოდა. სცენარისტი, ალექსა ჯანგი ყვება, რომ ჯულიამ მეთიუს ჰკითხა, თუ რატომ უნდა დათანხმებოდა პაემანზე. აღნიშნულ კითხვაზე პასუხი კი მას ,,მეგობრების” გუნდმა აპოვნინა.
წყარო: Regarder.ge