სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური მოხსენებით წარდგება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს დღეს მეორე წლიურ ანგარიშს წარუდგენს. პრეზიდენტის მხრიდან ანგარიშის წარდგენა გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით.

რეგლამენტის თანახმად, როგორც წესი, პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ისმენს.

დღევანდელი პარლამენტის პლენარული სხდომა 14:00 საათზე დაიწყება.

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში პარლამენტს პირველი ანგარიში გასული წლის 6 მარტს წარუდგინა, რომელსაც პროტესტის ნიშნად „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები არ დაესწრნენ.

აღნიშნული ოპოზიციური ფრაქციები ამჟამად, ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან და შესაბამისად, პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლაზე დასწრებას არ აპირებენ.

Comments
Loading...