უცნობი მერლინ მონრო – ქასთინგის ფოტოები, რომლებიც აქამდე არ გინახავთ
კაშკაშა ვარსკვლავი, ლეგენდა და ქალი, რომელიც არა მხოლოდ თავისი დროის, არამედ თანამედროვე ადამიანების შთაგონების წყაროა, რომელმაც რევოლუციური გარდატეხა შეიტანა შოუ-ბიზნესში – ასე ვახასიათებთ დღეს მერლინ მონროს, მაგრამ სანამ ამ ყველაფერს მიაღწევდა, იყო რთული გზა და წარმატების მოპოვების შემდეგაც მის ცხოვრებას არ დაჰკლებია დრამები და ცრემლები, რომელსაც არავის აჩვენებდა.

დღეს მერლინ მონროს არაერთი ფოტოკადრია ცნობილი, თუმცა მისი ალბომი მართლაც რომ უშრეტი მარაგია ისტორიული სურათების და დროდადრო, მედიაში ჩნდება ისეთი ფოტოები, რომლებიც არასდროს გვინახავს. ამჯერად, ლეგენდარული ვარსკვლავის იმ ფოტოებს წარმოგიდგენთ, რომელიც მას კარიერის პირველ ეტაპზე, ქასთინგის დროს აქვს გადაღებული.

24 წლის ნორმა ჯინი მთელ თავისუფალ დროს სტუდიაში ატარებდა, დადიოდა უამრავ ქასთინგზე და აკვირდებოდა კინო ინდუსტრიას. მას მსახიობობა მოსწონდა, თუმცა კარიერა მოდელობით დაიწყო. ამბობდნენ, რომ ის ყველაზე შრომისმოყვარე მოდელი იყო მთელ სააგენტოში. სულ რაღაც 6 თვეში, ნორმა ჯინის სახე 30-მდე ამერიკულ ჟურნალში დაიბეჭდა.

პირველი სამსახიობო კონტრაქტი, ნორმა ჯინმა 1946 წელს, 20th Century Fox-თან გააფორმა. სტუდიამ მსახიობს სახელის შეცვლა შესთავაზა და ასე „დაიბადა“ მერლინ მონრო.

6 თვის შემდეგ, კომპანიამ მერლინთან კონტრაქტი გაწყვიტა, თუმცა მსახიობი არ დანებდა. განაგრძო სწავლა და საკუთარ თავზე მუშაობა. სულ რამდენიმე წელში კი, მან სტუდია Columbia-სთან გააფორმა ხელშეკრულება.

ფოტოსურათები დადგმული ფოტოსესია არ არის. ეს ნამდვილი კადრებია იმ ქასთინგისა, სადაც მერლინი როლისთვის იბრძოდა. სამწუხაროდ, როლი მერლინმა ვერ მიიღო, თუმცა ასეთი ისტორიული კადრები დაგვიტოვა.




წყარო: Regarder.ge