ფეხბურთელი ნორმან ჰანტერი კორონავირუსით გარდაიცვალა

კორონავირუსით გარდაიცვალა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონი ნორმან ჰანტერი.ინფორმაციას ავრცელებს Daily Mail.

ინგლისის ნაკრებისა და “ლიდსის” ყოფილი ფეხბურთელი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1996 წელს იგი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ჰანტერი კორონავირუსის დიაგნოზით,დაახლოებით,ერთი კვირის წინ მოათავსეს საავადმყოფოში,თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

“ის ლიდსის ოჯახში დიდ სიცარიელეს დატოვებს და მისი დანატოვარი არასდროს მიეცემა დავიწყებას”-ნათქვამია “ლიდსის” ოფიციალურ განცხადებაში.

Comments
Loading...