ფილიპინებზე, სავაჭრო ცენტრიდან ყველა მძევალი გაათავისუფლეს

ფილიპინებზე, სავაჭრო ცენტრში აყვანილი ყველა მძევალი გათავისუფლებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანიები CNN Philippines და ABS-CBN ავრცელებენ.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შენობიდან ჯერ ადამიანი გამოვიდა, რომელმაც სავარაუდოდ აიყვანა მძევლები. მან იარაღი დაყარა და პოლიციას ჩაბარდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლება მის პირობებს დათანხმდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მამაკაცს მძევლები 9 საათის განმავლობაში ჰყავდა აყვანილი. ინციდენტის შედეგად მინიმუმ ერთი ადამიანია დაშავებული.

Comments
Loading...