ფილიპინებზე 5,3 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ფილიპინებზე, 5,3 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იუწყება.

მიწისძვრა კუნძულ სამართან, არქიპელაგის აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 7 კილომეტრის სიღრმეზეა, დასახლებული პუნქტიდან 5 კილომეტრის მოშორებით.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 2 მარტს, 5:19 საათზე მოხდა.

ნგრევის, დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მანამდე 16 თებერვალს, 5,6 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ინდონეზიაში. მისი ეპიცენტრი 30 კილომეტრის სიღრმეზე იყო, დასახლებული პუნქტიდან 272 კილომეტრის მოშორებით.

Comments
Loading...