ყველა დროის ყველაზე გლამურული ფილმები, რომლებმაც მოდა შექმნეს
ხშირად ფილმები და მათი შესანიშნავი პერსონაჟები ხდებიან არამარტო მაყურებლის, არამედ მოდის სამყაროს შთაგონების წყაროც. არსებობს კოსტუმები, რომლებმაც ისტორია დაწერეს. შეგახსენებთ, რომ Moschino-ს კრეატიულმა დირექტორმა, ჯერემი სკოტმაც კი 2021 წლის კოლექციის შთაგონებად კლასიკად ქცეული ფილმი, ქალები“ / The Women გამოიყენა. ვნახოთ, ფილმები მოდაზე და გლამურული მომენტები კინოსურათებიდან, რომლებმაც ისტორია დაწერეს.
1. „რა გზით წავიდე“ | What A Way To Go
ესაა კომედია ამერიკელი ქალის, ლუიზა ფოსტერის შესახებ, რომელიც 4-გზის განქორწინებულია და ქონებას სწორედ განქორწინებებით აგროვებს. ლუიზას უყვარს გლამურული და მდიდრული ცხოვრება, რაც მის გარდერობშიც ნათლად აისახება. როგორც The Hollywood Reporter აცხადებს, მისი სტილი დელიკატური ოქროს შუალედია პაროდიასა და რეალობას შორის.

2. „ქეროლი“ | Carol
ფილმი მოგვითხრობს მანჰეტენში მცხოვრებ, ელიტარული საზოგადოების წევრ ქეროლზე, რომელსაც ძალიან დახვეწილი და ელეგანტური სტილი აქვს. კოსტუმების დიზაინერმა, სენდი ფაუელმა ქეით ბლანშეტის პერსონაჟისთვის სწორედ ისეთი ლუქები შეარჩია, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავდა მის ბუნებასა და ძალაუფლებას.

3. „ბარბარელა“ | Barbarella
შეუდარებელი ჯეინ ფონდა ამ ფილმში აგენტის როლს ასრულებს, რომელიც მსოფლიოს გადასარჩენად Paco Rabanne-ს შთაგონებით შექმნილ სამოსში იბრძვის.

4. „დიდებული გეთსბი“ | The Great Gatsby
გლამურული, მოდური 1920-იანები და „დიდი გეთსბი“, რომლის სტილიც დღესაც აქტუალური და განსაკუთრებულია. კოსტუმების დიზაინზე Prada და ქეთრინ მარტინი ზრუნავდნენ.

5. „მილიონერები“ | The Millionairess
რას იცვამს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალბატონი იმ დროს, როცა სიყვარულისთვის იბრძვის? რა თქმა უნდა, ფრანგულ, ყველაზე ძვირფას სამოსს. სოფი ლორენმა ფილმ „მილიონერებში“ Pierre Balmain-ის შთამბეჭდავი კოსტუმები მოირგო.

6. „რომეო + ჯულიეტა“ | Romeo + Juliet
„რომეო და ჯულიეტას“ ბაზ ლარმანის ადაპტაცია განსაკუთრებით ცნობილია მოდური მომენტებითა და სტილით. რეჟისორს სურდა, რომ პერსონაჟების სამოსი მათი სოციალური ფენის გამომხატველი ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ ამ ფილმის კოსტუმების დიზაინზეც Prada ზრუნავდა.

7. „მარი ანტუანეტა“ | Marie Antoinette
არ შეიძლება არ ვახსენოთ სოფია კოპოლას შედევრი, „მარი ანტუანეტა“, რომელშიც რეჟისორმა ფრანგული დესერტის, მაკარუნების პასტელური ფერები გამოიყენა.

8. „მხიარული სახე“ | Funny Face
რა თქმა უნდა, ოდრი ჰეფბერნის შესრულებით ყველა ფილმი მოდური და შესანიშნავია, თუმცა ფილმი „მხიარული სახე“ განსაკუთრებით ცნობილია მისი შთამბეჭდავი კოსტუმებით.

წყარო: Regarder.ge