ცნობილ იაპონელ ჩოგბურთელ კეი ნიკიშორის კორონავირუსი დაუდასტურდა
კორონავირუსი დაუდასტურდა იაპონელ ჩოგბურთელს, კეი ნიკიშორის, რის გამოც, იგი ვერ იასპარეზებს ნიუ-იორკის მასტერსსა და აშშ-ის ღია პირველობაზე. ამის შესახებ ჩოგბურთელმა საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა.
ჩოგბურთელი წერს, რომ იგი თავს კარგად გრძნობს, თუმცა სხვათა უსაფრთხოების მიზნით, სრულ იზოლაციას გეგმავს და რომ მან და მისმა გუნდმა ხელახალი ტესტირება პარასკევს უნდა გაიარონ.
Kei just posted a new message on his App https://t.co/5G8IabMymb pic.twitter.com/JLbwxgNHh3
— Kei Nishikori News (@keinishikori39) August 16, 2020