ცოტა ხნის წინ , თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

მედიის ინფორმაციით, თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.

ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა.

ამავე ცნობით,  მიწისძვრა ადგილობრივი დროით 10:48 საათზე, ქალაქ კაჰრამანმარაშიდან 63 კილომეტრში მოხდა.

შეგახსნებთ, 6 თებერვლის ღამეს თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად,  დაღუპულთა რიცხვი 8 000-ს აღწევს. თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5800-ს გადააჭარბა. 31 000-ს აღემატება დაშავებულთა რაოდენობა.

Comments
Loading...