ცოცხალი გენიოსის, დევიდ ჰოკნის საუკეთესო ნამუშევრები
დევიდ ჰოკნი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემოქმედია. 83 წლის ჰოკნიმ დაამტკიცა, რომ ვირტუოზი მხატვარი, ფოტოგრაფი, გრაფიკოსი და დიზაინერია. ინგლისელი ჰოკნი ლოს-ანჯელესში საცხოვრებლად 1963 წელს გადავიდა. პოპ-არტის ერთ-ერთი პიონერი მალევე მოექცა კრიტიკოსების ყურადღების ცენტრში. ფოტო-ხელოვნებაში მან ახალი ჟანრი – Joiners ჩამოაყალიბა.
წარმატებით მუშაობდა დიდ პროექტებზეც, ლონდონის თეატრს აჩუქა ნახატი „მაღალი ხეები უორტერის მახლობლად”, რომელიც სიგანეში 5, ხოლო სიგრძეში – 12 მეტრია. მისი ნამუშევრები ცოცხალ მხატვართა ნამუშევრებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია.

2018 წელს, ნიუ-იორკში, კრისტის აუქციონზე სურათი „აუზი ორი ფიგურით” 90-მილიონ დოლარად გაიყიდა. თვალი გადავავლოთ ცოცხალი გენიოსის გამორჩეულ ნამუშევრებს.
წყარო: Regarder.ge