ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტობის ოფიციალურ კანდიდატად დასახელდა

დემოკრატიული პარტიის კონგრესზე ხმის მიცემა ვიდეო ფორმატით მოხდა.

შეერთებული შტატების დემოკრატიულმა პარტიამ ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, 77 წლის ჯო ბაიდენი ოფიციალურად დაადასტურა, როგორც მისი ერთადერთი კანდიდატი მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ეს გადაწყვეტილება მიიღეს სამშაბათს, 18 აგვისტოს.

ჯო ბაიდენის გამოსვლაც და კენჭისყრაც, პანდემიის გამო ვიდეოფორმატით ჩატარდა.

ბაიდენის შიდაპარტიული მეტოქე იყო სენატორი ბერნი სანდერსი ვერმონტიდან.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. რესპუბლიკელთა სახელით, ბაიდენს დაუპირისპირდება ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

Comments
Loading...