10 ფილმი, რომელიც მსოფლიოს სახლიდან გაუსვლელად შემოგატარებთ

კარანტინმა და პანდემიამ თითოეული ჩვენგანის ცხოვრება შეცვალა. ის, რაც ადრე მარტივი გვეჩვენებოდა, ახლა შეუძლებელია. მაშინ, როდესაც გული სახლიდან გასვლისა და თავგადასავლებისკენ გვიბიძგებს, მოგზაურობის წყურვილი შეგვიძლია ფილმებით დავიკმაყოფილოთ. ვნახოთ, 10 ფილმი მოგზაურობაზე, რომელიც პანდემიის დღეებს გაგიხალისებთ და მსოფლიოს „შემოგატარებთ“.

1. „ახალგაზრდობიდან საუკეთესო“ | The Best of Youth
© Photo12

ფილმი „ახალგაზრდობიდან საუკეთესო“ არამარტო იტალიაში, არამედ დროშიც გამოგზაურებთ. კინოსურათი მოგვითხრობს ორი ძმის, მატეოს და ნიკოლას შესახებ და მოქმედება ვითარდება 1960 წლიდან დღემდე. ეს ყველაზე უჩვეულო მოგზაურობაა სამყაროში.

2. „მოტოციკლისტის დღიურები“ | The Motorcycle Diaries
© Photo12

სანამ ცნობილი რევოლუციონერი გახდებოდა, ერნესტო ჩე გევარამ ლათინური ამერიკა მეგობართან ერთად, მოტოციკლით მოიარა. ბრაზილიელი რეჟისორი, უოლთერ სალესი ბრწყინვალედ გადმოგვცემს ჩე გევარასა და ალბერტო გრანადოს მოგზაურობას მაჩუ პიქჩუდან სან პაბლომდე.

3. „აფრიკიდან“ | Out Of Africa
© Photo12

კიდევ ერთი ბრწყინვალე ფილმი მერილ სტრიპის შესრულებით. ფილმი „აფრიკიდან” მოგვითხრობს დანიელი ავტორის, კარენ ბლიქსენის შესახებ, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში აფრიკაში გადავიდა და ახალ ცხოვრებას შეუდგა.

4. „ფრიდა“ | Frida
© Photo12

ჯული ტეიმორის ეს ფილმი მოგვითხრობს ერთ-ერთ ცნობილ მხატვარსა და აქტივისტზე, ფრიდა კალოზე. ისტორია ვითარდება 1970-იანი წლების ფერად მექსიკაში, იმ დროს, როცა ფრიდა ჯერ კიდევ სტუნდენტი იყო და მასში რევოლუციური სისხლი იწყებდა ჩქეფას.

5. „თარგმანში დაკარგულები“ | Lost In Translation
ფილმი მოგზაურობაზე
© Photo12

ყველაფერი ტოკიოში, ხალხმრავალ კაშკაშა ქალაქში ხდება. ხანში შესული მსახიობი და ახალგაზრდა გოგონა დროის გასაყვანად საოცარ მეგობრობას წამოიწყებენ. ფილმში ბილ მიურეი და სკარლეტ იოჰანსონი მონაწილეობენ.

6. „ნიჭიერი მისტერ რიპლი“ | The Talented Mr. Ripley
ფილმი მოგზაურობაზე
© Rex Features

ტომ რიპლი ქარიზმატული სოციოპატია, რომელიც 50–იანების ნიუ–იორკში ცხოვრობს და მსახურად და პიანისტად მუშაობს. გარდა შესანიშნავი სიუჟეტის და ჰოლივუდის ვარსკვლავების ფანტასტიკური ტანდემისა, ფილმი გამორჩეულია ულამაზესი პეიზაჟებით, რომლებიც იტალიაშია გადაღებული. ვილა, ზღვის სანაპირო და მზის ჩასვლა – წინ თავბრუდამხვევი სანახაობა გელოდებათ.

7. „შვიდი წელი ტიბეტში“ | Seven Years in Tibet
ფილმი მოგზაურობაზე
© Photo12

ავსტრიელი მთასვლელი, ჰაინრიჰ ჰარერი ჰიმალაებში მიემგზავრება, რათა 1939 წლის ექსპედიციას უხელმძღვანელოს. თუმცა, მეორე მსოფლიო ომი იწყება და ამპარტავან ჰარერს მოკავშირე ძალები ხელთ იგდებენ, როგორც სამხედრო ტყვეს. იგი სხვა პატიმართან ერთად ტყვეობას თავს დააღწევს და ლიასოში, ტიბეტში გაემგზავრება. აქ ის 14 წლის დალაი ლამას შეხვდება, რომელთან მეგობრობაც საბოლოოდ შეცვლის ჰარერის მსოფლმხედველობას და შეხედულებას ცხოვრების შესახებ.

8. „დიდი შხეფი“ | A Bigger Splash
ფილმი მოგზაურობაზე
© Collection Christophel

რეჟისორ ლუკა გუდანინოზე უკეთ, ალბათ, ნამდვილ იტალიას ვერავინ აღწერს. მასში ტილდა სვინტონისა და რალფ ფაინსის შთამბეჭდავ შესრულებას ნახავთ. ფილმი გვიყვება ამერიკელ წყვილზე, რომელიც არდადეგებს იტალიაში ატარებს – ერთი შეხედვით კლასიკური სცენარია, თუმცა ყველაფერი თავდაყირა დგება, როდესაც ქალი თავის ყოფილ ბოიფრენდს მოიწვევს. ამ ფილმში ყველაფერია – სიმდიდრე, სილამაზე, ინტრიგები და რა თქმა უნდა, შთამბეჭდავი იტალია.

9. „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“ | Eat Pray Love
ფილმი მოგზაურობაზე
© Plan B Entertainment / Red Om Films

ეს ფილმი უკვე ლეგენდად იქცა და ბევრი ადამიანისთვის შთაგონების წყარო გახდა. შესაძლოა, მისი ნახვის შემდეგ თავადაც მოინდომოთ ჯულია რობერტსის გმირის გზის გავლა. კინოსურათი იტალიური სპაგეტის გემოს გაგრძნობინებთ, ნეაპოლის ულამაზეს ხედებს დაგათვალიერებინებთ. ასე რომ, მოემზადეთ, წინ მხიარული თავგადასავალი გელოდებათ.

10. „შუაღამე პარიზში“ | Midnight In Paris
ფილმი მოგზაურობაზე
© Photo12

რომანტიკოსი მწერალი, რომელიც დარწმუნებულია, რომ 1920-იან წლებში უნდა ეცხოვრა, შეყვარებულთან ერთად პარიზში ჩადის და წარსულში ხვდება. ის იქ ჰემინგუეის, პიკასოს, ცოლ-ქმარ ფიცჯერალდებს და გერტრუდა სტაინს ხედავს და ხვდება, რომ სწორედ ამ დროებას მიეკუთვნება და იქ სამუდამოდ დარჩენა სურს.

 

 

წყარო: Regarder.ge

Comments
Loading...